ივანიშვილის სამთავრობო გუნდი ისევ პარლამენტშია. კომიტეტზე მინისტრობის 4 კანდიდატს უსმენენ. ეკონომიკური გუნდის წევრებთან ოპოზიციის მთავარი კითხვები უკავშირდება კორუფციას, უმუშევრობას, ემიგრანტების მძიმე მდგომარეობას და საბიუჯეტო სახსრებს, რომლებიც ოპონენტების თქმით, პარტიულ მიზნებს ხმარდება. კრიტიკული შეკითხვები უკავშირდებოდა შოვის მოვლენებს და იმას, თუ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ მომხდარის შემდეგ. კრიტიკული შეკითხვები ოცნებას აღიზიანებს.
მინისტრობის კანდიდატები "ოცნების" ეკონომიკაზე
06 თებ 202420:29
3 წუთის საკითხავი